“გაერო წლების განმავლობაში აგრძელებს მოქმედებას „ორმაგი სტანდარტების“ პრიზმიდან, რითაც უარყოფს ადამიანის უფლებების დაცვის საკუთარ ფუნდამენტურ პრინციპებს ნაცვლად იმისა, რომ გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ნდობის გაღრმავებისკენ, მისცეს საქართველოს აგრესიის მსხვერპლებს ხმა გაეროს ტრიბუნიდან, ხელი შეუწყოს თანაბარუფლებიანი და ორმხრივად სასარგებლო მიდგომების ჩამოყალიბებას და პროგრესს უსაფრთხოების გარანტიების საკითხში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ”, – ასე ეხმიანება ცხინვალი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე.
რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
როგორც დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხდებენ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კვლავ დაამტკიცა საქართველოსა და მისი „მეგობრების“ ინიცირებული ტენდენციური რეზოლაცია, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
