ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხინვალის ციხეში ჰყავდათ, გათავისუფლებულია.
საუბარია ქარელის რაიონის მკვიდრ პეტრე კალაშნიკოვზე.
“პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში”, – აცხადებს სუსი.
ეს რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ათასობით მსგავსი შემთხვევაა 2008 წლის ომის შემდეგ. მარტო 2009-2019 წლებში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზზე საქართველოს 3 193 მოქალაქე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!