ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც “სამხრეთ ოსეთში” შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
“საქართველოში, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, დაიწყო დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. აღნიშნული კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა.
როგორც აღინიშნება, კომისია არა მხოლოდ 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, არამედ განიხილავს 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც. ასევე, ის შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს და, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, რომელთა გამო უკვე დაიკითხა ყოფილი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური პირების ნაწილი. ეჭვგარეშეა, რომ პირები, რომლებმაც განიზრახეს სამხედრო აგრესიის გაჩაღება, გასცეს ბრძანებები სამხრეთ ოსეთში შეჭრის, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისა და ოსი ხალხის გენოციდის აქტების განხორციელების შესახებ, უნდა დაისაჯონ.
დრო გვიჩვენებს, რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ შეაფასებს არსებული კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, თუმცა საერთაშორისო კომისიის, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, დასკვნები ცალსახაა – საქართველო აგრესორად არის მიჩნეული. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ნათლად აჩვენა, ვინ არის ოსი ხალხის მეგობარი და ვინ – მტერი”, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.
