ცხვრის ხორცისგან დამზადებული კერძების რეიტინგში ჩანახი, ხაშლამა და ჩაქაფული მოხვდა

ორგანიზაცია TasteAtlas-მა ცხვრის ხორცისგან დამზადებული კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს გარშემო 100 საუკეთესო კერძში ჩანახი, ხაშლამა და ჩაქაფული მოხვდა.
ჩანახმა 30-ე პოზიცია დაიკავა; ხაშლამამ 45-ე; ხოლო ჩაქაფული 50-ე პოზიციაზე გავიდა.
პირველ ათეულში 5 თურქული კერძი მოხვდა. თურქულის გარდა, რეიტინგში ჭარბობს ირანული და ბერძნული კერძები.
TasteAtlas-ის რეიტინგში პირველ ადგილზე ბერძნული paidakia-აა.