ზაფხული განტვირთვის, სიახლეების და პოზიტიური ცვლილებების დროა. თუ ფიქრობ ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და გსურს თავი დააღწიო სესხის მძიმე პირობებს, „ლიდერ კრედიტის“ ახალი შეთავაზება სწორედ შენთვისაა.
რა არის პორტირება და რატომ ღირს მისი გაკეთება?
ავტო სესხის პორტირება ნიშნავს არსებული სესხის გადატანას სხვა კომპანიაში. ხშირად მომხმარებლებს აქვთ არახელსაყრელი პირობები – მაღალი პროცენტი ან გადახდის არაკომფორტული გრაფიკი. „ლიდერ კრედიტში“ პორტირებისას გამარტივებულ პროცედურებთან ერთად თქვენ იღებთ შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს და გადახდის მოქნილ გრაფიკს.
რაც მთავარია, გაუმჯობესებული პირობებისა გარდა, თქვენ ავტომატურად ჩაერთვებით საზაფხულო აქციაში, რაც ყველა პორტირებულ სესხზე გარანტირებულ საჩუქარს გულისხმობს.
აქციის ფარგლებში, ავტო სესხის პორტირებაზე მოხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ „ჯინო აკვაპარკის“ 2-კაციანი ვაუჩერი ზაფხულის ცხელ დღეებში განსატვირთად ან „ალტას“ 100-ლარიანი ვაუჩერი სასურველი ტექნიკის შესაძენად. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებლებს ფინალურ საჩუქარსაც სთავაზობს – 2-კაციან საგზურს სასტუმრო „შატო მერეში“ შვებულების დღეების ულამაზეს გარემოში გასატარებლად.
„ლიდერ კრედიტში“ მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ აქციებს და წამახალისებელ საჩუქრებს. ვფიქრობთ, ეს საუკეთესო საშუალებაა ჩვენი მომხმარებლების მიმართ მადლიერების და ზრუნვის გამოხატვისთვის“, – ამბობს „ლიდერ კრედიტის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა ჯოხარიძე
აქციით სარგებლობისთვის შეავსეთ განაცხადი „ლიდერ კრედიტის“ ვებ-გვერდზე ან დაუკავშირდით კომპანიას ცხელ ხაზზე. „ლიდერ კრედიტი“ უკვე 14 წელია სტაბილურად სთავაზობს მომხმარებლებს ფინანსურ მხარდაჭერას.
