ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუმცა, სახელმწიფო მათი გეგმების განხორციელებას არ დაუშვებს.
„ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის. ისინი არა მარტო ოცნებობენ, არამედ კონკრეტულად რაღაც მზაკვრულ გეგმებს თხზავენ კიდეც. ერთი არის, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები და მეორეა, რომ სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს, რათა მათ ეს მზაკვრული გეგმები ოდნავ მაინც განახორციელონ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტოლობის ნიშანი არსებობს ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის და დარჩება ძალაში მას შემდეგ, რაც საქართველოში შედგება კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები და მეცხრედ დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“