ჩორჩანაში საგუშაგო კოშკის განთავსების საქმეზე დღე სპორკურატურაში გამოიკითხა მაია ცქიტიშვილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასქტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ საგუშაგოს დადგმის, ასევე საგუშაგომდე გზის გაყვანის საჭიროების შესახებ მას ყველაფერი იცოდა.
“მე მაშინ ვიყავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ჩემთვის ცნობილი იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საგუშაგო უნდა განტავსებულიყო. ასევე, იმასთამ დაკავშირბეით, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო იმ ეტაპზე, რადგანაც არსებობდა როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე, ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული, ვისთან, როგორ, მაგრამ ეს იყო ცნობილი ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის.
ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის თაობაზე მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში, აქტიურად, სადაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ საფრთხე არსებობდა და შესაბამისად, და ჩემი ვარაუდით, სწორედ საფრთხეებიდან და გაანალიზებიდან გამომდინარე, საფრთხეები იყო შეფასებული და შეფასების შედეგად შს სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ქმედებები, რომლებიც იყო. მედია არქივსაც თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალი შემთხვევა იყო, იგივე ჩორჩანას ტერიტორიიდან, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სხვა მონაკვეთების მიმდებარედ, სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი, წლების განმავლობაში მიმდინარეობს და შესაბამისად, სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
