ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, თანაგუნდელების პოზიციას უერთდება და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ცესკოს შედეგები, მისი თქმით, ეს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანის უგულებელყოფაა.
“ბრძოლა გრძელდება, ვართ კოორდინაციაში ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალასთან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის, თავისუფლების და ევროპული პერსპექტივის არსებობა.
ვმუშაობთ გაუჩერებლად, ვიმუშავებთ, გაგაცნობთ, გავაკეთებთ საერთო ეროვნული ბრძოლის გეგმას ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთის 58 უბნის დათვლის შედეგად 4 ოპოზიციურ პარტიას ჯამში 75% აქვს, ქართულ ოცნებას – 15%. 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 18,917 ხმა მიიღო, ხოლო ქართულმა ოცნებამ 3,776.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასუბნების 99,6% აქვს დათვლილი, რომლის შედეგადაც, ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.
ამას გარდა, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნებას 40,9% ჰქონდა, ოპოზიციას ჯამურად – 51,9%.