ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, სესილი ჩიქავას სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი სესილი ჩიქავა 6 თვეა, იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობს. წელს, ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, მას სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა.
გაცვლითი პროგრამით სესილი იაპონურ ენას ეუფლება. გარდა ამისა, იგი ასევე შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა შორეული აღმოსავლეთის ისტორია, რელიგია და კულტურა.
ცუკუბას უნივერსიტეტი იაპონიაში სიდიდით მეორეა და აგრეთვე საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულშია.
გაცვლითი პროგრამა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო, „რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია“, MATRA-ს პროგრამას დროებით წყვეტენ