ფოტო: ALAIN JOCARD/AFP via Getty Images/Futurism
Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, მიკრომენეჯმენტი ახალ დონეზე აიყვანა. ის ხელოვნურ ინტელექტს (AI) გამოიყენებს, რათა საკუთარი თავის სამგანზომილებიანი ფოტორეალისტური ვერსია შექმნას. კლონი თანამშრომლებს დაელაპარაკება და უკუკავშირს მისცემს. მოდელს ცუკერბერგის ფოტოებსა და ხმაზე გაწვრთნიან.
ეს კომპანიის უფრო ფართო გეგმის ნაწილია: Meta-ს ავატარების შექმნა სურს, რომლებიც კლიენტებთან რეალურ დროში ისაუბრებენ. აღნიშნულ იდეას კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს. ზოგის აზრით, კომპიუტერული და ფინანსური რესურსების ამაზე ფლანგვა არ ღირს.
ბევრი მიიჩნევს, რომ ეს Meta-ს მხრიდან AI-ასპარეზში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობაა. ცოტა ხნის წინ კომპანიის Superintelligence Labs-მა ახალი AI-მოდელი გამოუშვა, რომელსაც “Muse Sparks” დაარქვეს. მიზანი ისაა, რომ მისი გამოყენება მარტივი და სწრაფი იყოს. მეორე მხრივ, კრიტიკოსების აზრით, მოდელს არც ერთი გამოსდის და არც მეორე.
მსგავსი პროექტი კომპანიას 2023 წელსაც ჰქონდა, როცა მათ ცნობილი სახეების ჩატბოტებად “გადაქცევა” განიზრახეს. პროექტში მონაწილეობისთვის კომპანიამ ამ პირებს მილიონობით დოლარი გადაუხადა. ჩატბოტებმა ამ ცნობილი სახეების სახელით საეჭვო განცხადებების გაკეთება დაიწყეს, ამიტომ პროექტი მალევე (წელიწადზე ნაკლებ ხანში) დაიხურა.
ასევე იხილეთ: Meta თავისი AI ჩატბოტების გამოშვებას გეგმავს, რომლებსაც სხვადასხვა პერსონაჟის სახე ექნება
გასულ თვეში Meta შემცირებებსაც გეგმავდა, რომელიც კომპანიის 20%-ზე მეტს უნდა შეხებოდა. გარდა ამისა, მენეჯერები თანამშრომლებს AI-ის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებენ და “ვაიბ ქოუდინგის” სავარჯიშოებსაც კი აძლევენ. ეს უკანასკნელი მთლიანი კოდის ჩატბოტის მეშვეობით დაწერას გულისხმობს, სადაც ადამიანის მოვალეობა მხოლოდ ბოტისთვის ბრძანების მიცემაღა რჩება
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა957 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა157 ნახვა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს153 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ135 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა110 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
დედამიწა
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
მეცნიერება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
ეკონომიკა
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?
ტექნოლოგიები
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
გადახედვა
კოსმოსი
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ