ცუდი ამბავი – კიტეიშვილი ჩეხეთთანაც არ იქნება

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ჩეხეთთან გამოტოვებს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა გუნდთან ერთად დღესაც არ მიუღია.
კიტეიშვილმა ტრავმა 10 ივნისს მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც პირველ ტურში თურქეთთანაც არ უთამაშია.
შეხსენებისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.