ცრემლები, ემოციები და გზა ოცნებისკენ: გიორგი მიქაუტაძის დიდი თავგადასავალი – Marao

ქართველი ფეხბურთელების გარშემო ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისტორიაში პირველად საქართველო ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო. გიორგი მიქაუტაძე კი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, ვინც ქართველი ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობს.
ფრანგული აქცენტითა და გატეხილი ქართულით მოსაუბრე ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჩვენი გულები მალევე დაიპყრო, ქართველები კი მისი ფრაზებით დღემდე საუბრობენ… “მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი” – და ქართველებსაც გვიყვარს მუდამ მომღიმარი და საკუთარი ოცნებებისთვის მებრძოლი გიორგი მიქაუტაძე.
როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, გიორგი მიქაუტაძე მომდევნო 4 წელს ვილიარეალის მაისურით ითამაშებს. ის ფრანგული კლუბის ნაცვლად ესპანური კლუბის ღირსებას დაიცავს.
გიორგი გასულ წელს, მშობლიურ გუნდს ლიონს დაუბრუნდა. ამ გუნდში თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა გუნდის ფინანსური გაჭირვების გამო, კლუბს გიორგის გაყიდვა მოუწია.
გიორგი სოციალურ ქსელში ლიონთან დამშვიდოებების თვალცრემლიანი კადრები გამოაქვეყნა, წარწერით: “მადლობა ყველაფრისთვის ლიონ, მჯერა, რომ ისევ შევხვდებით. მიყვარხარ”, წერს გიორგი მიქაუტაძე. გულშემატკივრები მადლობას უხდიან, რაც მან გუნდისთვის გააკეთა.
გიორგის მშობლები ნათია და ლაშა მიქაუტაძეები არიან. ისინი საფრანგეთში ცხოვრობენ. ის ლიონში დაიბადა. გიორგის ერთი და და ერთი ძმა ჰყავს.
“ყველა მშობელს სურს, რომ შვილი გაიზარდოს ქართულად და იცოდეს ქართული ენა და ადათ-წესი, ასე გავზარდეთ ჩვენც შვილები. ჩვენ დროს საფრანგეთში ცოტა ქართველი იყო და ნაკლები კონტაქტი ჰქონდათ. ქართული ანბანის სწავლა, რამდენჯერმე დასჭირდათ, მაგრამ ქართულებთან აქტიურად არ ყოფნის გამო დაავიწყდათ. ყველა ემიგრანტი მშობლისთვის საამაყო წარმატებული შვილი და თან ამას საკუთარი ქვეყნისთვის, რომ აკეთებს”, – ამბობს Geo team-თან საუბრისას გიორგის მამა.
გიორგის დედამ კი, შვილის ოცნებაზე ისაუბრა, თუ რა სურდა პატარა გიორგის.
“საამაყოა, რომ ასე გვასახელა და ასე უყვარს საქართველო. ყველას მადლობას ვუხდით და არ დავიღლებით მადლობის გადახდით, იმიტომ რომ სიყვარულს ვგრძნობთ საქართველოდან და საფრანგეთიდან. სკოლაში ჰქონდათ თემა, რა გამოხვალთ როცა დიდი გაიზრდებით?! 8 წლის იყო და საკუთარი ხზელით დაამზადა პატარა ჟურნალი, სადაც წერდა, რომ მე ვიქნები ყველაზე მაგარი ფეხბურთელიო, და ლიონის ფეხბურთელის ფოტოების სახეზე საკუთარ ფოტოს აკრავდა. აუხდა ბავშვობის ოცნება”, – იხსენებს გიორგის დედა.
“ბავ­შვო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, გუ­ლუხ­ვი და პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო, მაგ­რამ მხო­ლოდ ფეხ­ბურთს უყუ­რებ­და. რომ იცო­დეთ, რამ­დენ­ჯერ გა­ტე­ხა მი­სა­ღე­ბის კარი”, – იხ­სე­ნებს ნა­თია ამბები.გე-სთან საუბრისას.
გიორგი 6 წლის ასაკში ფეხბურთზე მამამ შეიყვანა.
“სულ ბურ­თი მქონ­და ფე­ხებ­თან. მა­მა­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ფეხ­ბურთზე, როცა ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, ერთი წლის შემ­დეგ “ოლიმ­პიკ ლი­ონ­ში” გა­და­ვე­დი, იქ შვი­დი წელი ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­ი­და­ნაც Saint priest-ში წა­ვე­დი ორი წლით, იქე­დან კი “მე­ცი­ში“ გად­მო­ვე­დი“, – ამ­ბობდა მი­ქა­უ­ტა­ძე Geo team-თან.
ამასთან გიორგიმ ისაუბრა, თუ რატომ მოუწია პატარა ასაკში ლიონის დატოვება.
“ფი­ზი­კუ­რად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, არ ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი ვი­ცო­დი, ტექ­ნი­კა მქონ­და, გო­ლე­ბი გამ­ქონ­და. პრობ­ლე­მა უფრო ფი­ზი­კუ­რო­ბა იყო და ამი­ტომ გა­მო­მიშ­ვეს. არ მე­წყი­ნა, მაგ­რამ მინ­დო­და რომ იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ იქ და­ვი­ბა­დე, ლი­ონ­ში და უმაღ­ლე­სი კლუ­ბი იქ “ლი­ო­ნია“ და მანდ მინ­დო­და, მაგ­რამ ეგ­რეა, ფეხ­ბურ­თია. ამან უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა“, – ამ­ბობდა ფეხ­ბურ­თე­ლი.
მიქაუტაძის დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. „მეცმა“ შეხვედრა ანგარიშით 1-4 წააგო. 2019 წლის 10 დეკემბერს „მეცმა“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.
2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა.
ამის შემდეგ იყო უთამაშო კარიერა აიაქსის რიგებში, რის გამო გიორგიმ კლუბი დატოვა და მეცს დაუბრუნდა, მეციდან კი ლიონში გადაინაცვლა.
2024 წლის 18 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ „მეცმა“ მანამდე მიაღწია შეთანხმებას „მონაკოსთან“, მიქაუტაძემ უარი თქვა მონაკოში გადასვლაზე და ხელი მოაწერა თავის ყოფილ კლუბ „ლიონთან“ ოთხწლიან კონტრაქტზე, 18.5 მილიონ ევროდ.
„მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „ლიონმა“ გაიმარჯვა. ლიგა 1-ის სეზონის ბრწყინვალე დასასრულისა და ევრო 2024-ზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის შეძენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. 23 წლის ფეხბურთელი „მონაკოს“ რჩეული იყო, მაგრამ საბოლოოდ მან ბავშვობის კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა. 18.5 მილიონი ევრო საერთაშორისო ტურნირზე მაღალ დონეზე გამოსვლის შემდეგ ამომავალი ვარსკვლავისთვის შედარებით დაბალი ფასია. გარდა ტრანსფერის მაცდური ფინანსური პირობებისა, „ლიონმა“ შეიძინა მტაცებლის ინსტინქტით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც თანამედროვე ფეხბურთში ძნელად მოსაძებნია. ლიგა 1-ის გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 20 მატჩში მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა 58 დარტყმიდან. ის არაპროგნოზირებადი და მცველებისთვის მოუხელთებელია. შეუძლია ზურგს უკან გახსნა და საჯარიმოში უპირატესობის შექმნა. ფორვარდი „ლიონს“ შეტევაში დრიბლინგის შესანიშნავი უნარითაც დაეხმარება“, — წერდა ფრანგული გამოცემა გიორგის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ამჟამად კი გიორგის კლუბის გადასარჩენად ვილიარეალში მოუწია გადასვლა.
რაც შეეხება გიორგის სანაკრებო კარიერას, მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2022 წელს შედგა.
გიორგი Geo team-თან იხსენებს თუ როგორ მოხვდა ნაკრებში, რომ თავდაპირველად ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაუკავშირდა.
“ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა მოგ­ვწე­რა მე და მა­მა­ჩემს და და­ე­ლა­პა­რა­კა. თქვა, რომ უნ­დათ, ნაკ­რებ­ში ვი­თა­მა­შო. მერე, როცა სა­ნი­ო­ლი გახ­და მწვრთნე­ლი, და­მი­რე­კა, ეგ ხომ ფრან­გუ­ლად ლა­პა­რა­კობს და უფრო ად­ვი­ლად ვი­ლა­პა­რა­კეთ და მი­თხრა, მინ­და, ჩემს გუნდში იყოო. სა­ნი­ოლ­საც რომ არ და­ე­რე­კა, მოვ­დი­ო­დი უკვე და სა­ნი­ოლ­მაც რომ და­მი­რე­კა, პლიუ­სი იყო“, – ამ­ბობდა გი­ორ­გი.
გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც მან თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა 2024 წლის 18 ივნისს. ჯგუფურ ეტაპზე სამ თამი სამი გოლი გაიტანა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.