ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე საქართველოში უფასო ვაქცინაციის კამპანიით აღინიშნა

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან.
„მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ უკვე ვაქცინირებულია 200 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 300 000 მანიპულაციის ჩატარება იგეგმება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს ცხოველებში ცოფის 22 შემთხვევაა დადასტურებული. 2015 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები 80%-მდეა შემცირებული.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა. საქართველოში ეს დღე 2013 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში!“, რაც დაავადებასთან ბრძოლის პროცესში არსებული წინაღობების გამკლავებასა და ყველა რგოლის ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით საერთო მიზნის მიღწევას – 2030 წლისთვის ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაციას გულისხმობს.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება.
ცოფის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, დროულად ჩაუტარონ ვაქცინაცია თავიანთ შინაურ ცხოველებს, რითაც დაიცავენ როგორც მათი ოთხფეხა მეგობრების, ასევე ადამიანების სიცოცხლეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც – ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას

კახა კალაძე – რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედან, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში