ცოტნე ყავლაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობას ტოვებს და ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება

“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ თანამდებობას ტოვებს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი. ამ თხოვნით მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. “კურიერის” ინფორმაციით, ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
ეს ინფორმაცია “რუსთავი 2-ს” მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაუდასტურეს.
ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022-წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.