“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ცოტნე კობერიძე წერს, რომ მისი და, ქეთი კობერიძე იუსტიციის სახლიდან გაათავისუფლეს.
“ჩემი უჭკვიანესი, უკარგესი და გამოუშვეს იუსტიციის სახლიდან, საკუთარი სწორი პოზიციის და პროტესტის გამო. მე ქეთისთან ერთად ვაპირებ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, დაბერებას და მერე სიამაყეს იმით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიდექით.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს, ვანახებ, რა ფასი ჯდება ახალგაზრდა ადამიანების დაჩაგვრა სწორი პოზიციების გამო. შე ქოცო, არც იცი ამ ერთი ავადმყოფი კაცისთვის დამონებას რა სიცილ-კისკისით ამოგადენთ თავისუფალი თაობა.
ქოცობა შენი დამღა იქნება სულ, ქოცობა რასთან ასოცირდება ახალგაზრდებისთვის, გაიკითხე, მიხვდები, რა ეგონები იმ ადამიანებს, ვისაც ბიძინაზე სამჯერ დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება და გადაშენების პირას მყოფი ქოცებით გართობა”, – წერს კობერიძე Facebook-ზე.