ცოტნე კაპანაძე “იბერია 1999”-დან სლოვაკურ გუნდში გადავიდა

23 წლის მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე “იბერია 1999”-დან სლოვაკეთის დუნაისკა-სტრედას “დაკ 1904”-ში გადავიდა.
“დაკ 1904”-მა კაპანაძე იჯარით ზაფხულამდე აიყვანა და შეუძლია ფეხბურთელთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელოს. ის ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა იან ვან დაელემ განაცხადა, რომ ცოტნემ სამშობლოში წარმატებული სეზონი ჩაატარა, “იბერია 1999”-თან ერთად ჩემპიონი გახდა, უნდა კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და ქართულ კლუბს ტრანსფერის განხორციელების გამო მადლობას უხდის.
“დაკ 1904” 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატში 24 ქულით მეოთხე ადგილზეა.
რაც შეიძლება ბევრმა გააღწიოს ამ სულელურ ჩემპიონატს ნაკრებს ახალ კადრები ჭირდება დროულად აქ 17 წლმადე დონეა მერე ვერ ვითარდებიან ელემენტალური ინტენსივობა არააქ ჩემპიონატს

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში