ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

პირველ რიგში, მინდა, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, პარტიის ინფორმაციით, ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა უნდა იზრუნონ ქვეყანაზე.
„უნდა ფასდებოდეს ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და ასეთი მომავლის მშენებლობის სურვილი და მოტივაცია. ზუსტად აქედან გამომდინარე, მე პირადად, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ჩემს გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც არის ძალიან მოტივირებული, ვინც ძალიან ბევრს შრომობს საკუთარ მომავალზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს იმიტომ, რომ ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.
მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფში“ ჩატარდა.
პარტიის ინფორმაციით, ყრილობას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი , გენერალური მდივანი , პოლიტიკური მდივანი , რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.