ცოტნე ივანიშვილი მიუძღვის მსვლელობას ბანერით: „ღირსებით ევროპისკენ“

„ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე კონტრაქციაზე.
სწორედ ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა კონტრაქციაზე ახალგაზრდულ მსვლელობას ბანერით „ღირსებით ევროპისკენ“.
„მე ვარ პატრიოტი, მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩვენ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად. ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ეს კანონი რუსულია. ოდითგანვე გამჭვირვალება იყო ევროპული ღირებულება და მე აქ ვარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ჩემი პოზიცია დავიფიქსირე, განხილვაში შესვლა და დეტალების განხილვის სურვილი არ მაქვს“, — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საკომიტეტოს მოსმენაზე მეორე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი. დღესვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო