ცოტნე გამსახურდიას 4-წლიანი რეაბილიტაციის გზა და შვილისთვის ჩაკეტილი კოლხური კოშკი – ოჯახური დავის დეტალები “კურიერი P.S.-ის” სიუჟეტში

თავდასხმის საქმე, რომელიც 4 წლის წინ მოხდა, თუმცა შედეგი იმდენად მძიმეა, რომ დაშავებული სიცოცხლისთვის დღემდე იბრძვის. დაზარალებული ცოტნე გამსახურდიაა – საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელიც საკუთარ სახლთან 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.
წლების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას “კურიერი P.S.-ის” მაყურებელი პირველად ნახავს. რეაბილიტაციის 4-წლიანი გზა უმძიმესი იყო. ექიმების რეკომენდაციაა – პაციენტი გამსახურდია მშობლიურ გარემოში იყოს. ასეთ შემთხვევაში გამოჯანმრთელების შანსი უფრო მეტია.
მშობლიური გარემო კი კოლხური კოშკია, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ანდერძით შვილებს – გიორგის და ცოტნე გამსახურდიებს დაუტოვა, თუმცა, კოშკის გარშემო ისევ დავაა. ცოტნე გამსახურდია ახლა თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში. ადგილი მთავრობამ დაუთმო, თუმცა მშობლიურ გარემოს დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ედავება და არ უთმობს.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია “კურიერი P.S.-ის” სიუჟეტის ანონსმაც კი გააღიზიანა. სატელეფონო საუბრისას მანანა არჩვაძე-გამსახურდია “კურიერი P.S.-ის” ჟურნალისტს საკმაოდ უხეშად ესაუბრა.
“კოლხური კოშკი რა არის, სამედიცინო დაწესებულებაა?! – თქვენ ცოტნეს ბედი მოგანათლოთ უფალმა რაა… არ გრცხვენიათ?! – მე ჩემს შვილს სახლში არ ვუშვებ?! – რა უნდა ჩემს შვილს სახლში, მისი ადგილი არის საავადმყოფოში, ის უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან და შემდეგ მას სადაც წავიყვან კარგად ვიცი და მისი ადგილი სად არის. კოლხური კოშკი არის კერძო დაწესებულება, რომელიც არის ცოტნესი, გიორგის და მანანასი, იცოდეთ ესეც,” – უთხრა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ “კურიერი P.S.-სს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ