ცოტნე ანანიძე – პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის – კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია, ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება

პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის , – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს.
ანანიძის შეფასებით, ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სენატორთა აზრი ვერ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
„პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის – კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია. ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რაც გადახედვას არ ექვემდებარება.
ეროვნულ-პრაგმატული პოლიტიკის გამო, საქართველოს ჰქონდა და ახლაც აქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებთან, რასაც ოპოზიცია იყენებს შიდა დაპირისპირებისთვის, თუმცა ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სენატორთა აზრი ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა