ცოტნე ანანიძე – აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს, უკრაინაში რაიმე თანამდებობა მიიღოს

აუტსაიდერი ელისაშვილი „ნაცებთან“ ერთად უნისონში ცდილობს თანამდებობის მიღებას ში, არახამიას გუნდში, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან, ცოტნე ანანიძემ განაცხადა, როდესაც ისუაბრა საქართველოს პარლამენტში და დედაქალაქში გამართულ აქციებზე და ასევე პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებზე.
ანანიძის თქმით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები ლუსტრაციაა მისი მცდელობისა, რაიმე თანამდებობა მიიღოს ს გუნდში.
„ყველამ ვნახეთ ელისაშვილის მუხანათური საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, მომხსენებლის მიმართ. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ მიმდინარე აქციები არის მშვიდობიანი. ამ ფონზე კი, გუშინ, ხალხს მოუწოდებდა „მომაწექითო“ და ცდილობდა სამართალდამცველების კორდონის გარღვევას. აქციები ბევრი გვინახავს, მონაწილეებიც ვყოფილვართ, მათ შორის მეც, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არასახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ქმედებებისკენ მოწოდებები არ ემსახურებოდა მშვიდობას. აუტსაიდერ ალექსანდრე ელისაშვილს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და “ნაცებთან” ერთად უნისონში, “ნაცებივით” ცდილობს ს შემდეგ რაიმე თანამდებობას გამოჰკრას ხელი უკრაინაში. იცით თქვენ, იგი არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და სამხედრო მომზადებაც გაიარა შარშან წინ. თუ შევხედავთ ანალიტიკური თვალსზრისით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები არის ლუსტრაცია მისი მცდელობისა რაიმე თანამდებობა მიიღოს არახამიას გუნდში“, – აცხადებს ცოტნე ანანიძე.
უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და სჯერა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, 2024 წლის არჩევნებზე.
აღნიშნულ კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს