ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს უნდა აკავებდეს ადამიანს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკა და გაბოროტებული ადამიანის განცხადება – ასე აფასებს მმართველი გუნდი ს ინტერვიუს. პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა “ლემონდთან” ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. ამ ინტერვიუში ზურაბიშვილმა ივანიშვილი პირველად მოიხსენია ოლიგარქად. “დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის” – აცხადებს პრეზიდენტი, რომელსაც ამ შეფასებისთვის “ქართული ოცნება” მწვავედ აკრიტიკებს.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობას” რაც აქვს ყველაზე მდაბიო და გაბოროტებული მესიჯბოქსი, ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილიც.
“ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე “ნაცების” მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში.
მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს უნდა აკავებდეს ადამიანს. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ამისა, “ნაცებს” რაც აქვთ ყველაზე მდაბიო “მესიჯბოქსი” პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილზე, ამ გაბოროტებულ “მესიჯბოქსში” ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი.
არ უნდა შევდიოდეთ ალბათ ამ თემაში, მაგრამ თავად შემოვიდა მისი ოჯახის წევრი პოლიტიკაში, როდესაც ოჯახის წევრის მესიჯბოქსი ერთმანეთს ემთხვევა და ეს ორივე ერთად “ნაცების” მესიჯბოქსს ემთხვევა, აქ მემგონი კითხვის ნიშნები არ რჩება,” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს