“ცოლმა წერილი დაწერა : ყველაფერი დამთავრდა, შენგან მივდივარო და საწოლის ქვეშ დაიმალა რათა ქმრის სავარაუდო ღალატისთვის თვალი ედევნებინა..” – ნახეთ შედეგი მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

“ცოლმა წერილი დაწერა : ყველაფერი დამთავრდა, შენგან მივდივარო და საწოლის ქვეშ დაიმალა რათა ქმრის სავარაუდო ღალატისთვის თვალი ედევნებინა..” – ნახეთ შედეგი მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა
· 291
ჩვენი გმირის სახლში ასეთი სიტუაციაა:
ქმარი დღედაღამ სამსახურის საქმეებზეა და სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოდის. ცოლის სიყვარულისთვის დრო საერთოდ აღარ აქვს, არადა ქალს ეს სჭირდება. სამსახურსაც ვერ მიატოვებს, არსებობისთვის ფული ხომ უნდათ?
მოკლედ, წყვილის ურთიერთობაში ვნება აშკარად განელდა. ცოლი გაუგებრობაშია, ამიტომ ქმრის შემოწმება გადაწყვიტა.
მან ქმარს წერილი დაუწერა: „ყველაფერი დამთავრდა, ჩვენი სიყვარული დიდი ხანია, მოკვდა. მე აღარ მინდა ასეთ გულგრილობაში ცხოვრება“. შემდეგ წერილი საწოლის გვერდით ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლის ქვეშ შეძვრა, რათა ქმრის რეაქციისთვის თვალი ედევნებინა.
ქმარი სახლში დაბრუნდა. წერილი მალევე შეამჩნია, გახსნა და თვალი გადაავლო.
შემდეგ მხიარული ღიღინი დაიწყო და თავის მობილურზე ვიღაცის ნომერი აკრიფა. პარალელურად ცოლის დატოვებულ ბარათს ქვეშ რაღაც წააწერა და სახლიდან გავიდა.
„ალბათ, „მშვიდობითო“ მიაწერა“, – გაიფიქრა ქალმა, საწოლის ქვეშიდან გამოძვრა და აცახცახებულმა ბარათი ფრთხილად აიღო. იქ რამდენიმე ფრაზა ეწერა:
„ჩემო სულელო, ჩემო სიყვარული, ჩემო მზის სხივო, შემდეგში, როდესაც ჩემს გათამაშებას შეეცდები, დარწმუნდი, რომ საწოლის ქვეშიდან ფეხები არ მოგიჩანს. მაღაზიაში ჩავდივარ. მალე ამოვბრუნდები. მიყვარხარ“…
ადამიანებს ერთმანეთის ნდობა გვიჭირს და ეს ძალიან ხშირად ხდება ურთიერთობის დანგრევის მიზეზი.
უყურადღებობა ყოველთვის არ ნიშნავს ღალატს, მაგრამ თითქმის ყოველთვის იწვევს გაუგებრობას, მით უფრო – წყვილებს შორის. ჩვენი ამბის გმირიც ეჭვისა და გაუგებრობის ტყვეობაში იყო მოქცეული…
გახსოვდეთ, რომ ეჭვიანობა ადვილია, სიყვარულსა და ნდობას კი დიდი ძალა სჭირდება.
გქონდეთ ძალა, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი!
ყურადღება: ფოტო პირობითია