ცოლის ცნობით, რუსი დისიდენტი ვლადიმირ კარა-მურზა გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს

რუსი დისიდენტის ვლადიმირ კარა-მურზას ცოლის ცნობით, ის გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. აქამდე ბოლო საჯარო ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბრიდან ვლადიმირ კარა-მურზა ს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა.
ევგენია კარა-მურზამ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გაავრცელა. ვლადიმირ კარა-მურზას საწამლავით მოწამვლის ორი მცდელობის შემდეგ მძიმე ნერვული აშლილობა აქვს. როგორც ცნობილია, ის სწორედ ნერვული აშლილობის დიაგნოზით ომსკში, მკაცრი რეჟიმის ციხეში სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ კარა-მურზას ცოლმა და ადვოკატებმა მასთან კონტაქტი 2023 წლის დეკემბერში დაკარგეს. ს სასჯელაღსრულების სისტემა ვლადიმერ კარა-მურზას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ვლადიმირ კარა-მურზას სახელმწიფო ღალატისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 2023 წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ბრალდებებს უარყოფდა და სასამართლოს სტალინური პერიოდის გასამართლებებს ადარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ