ცოლის ცნობით, აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

თბილისში რამდენიმე თვის წინ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, მისი ქმარი თბილისის იზოლატორში შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“დამირეკეს, მაგრამ არ ვიცი ვინ იყო. მითხრა, ციხიდან ვრეკავ და თქვენი ქმარი ცუდად გახდაო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთოდ არ ვიცი, ახლა იქ რა ხდება. ისიც არ ვიცი, ცოცხალია ახლა ჩემი ქმარი თუ არა.
არც კი ვიცი რომელი საავადმყოფოა, მაგრამ ციხის თანამშრომელმა მითხრა, რომ ის გლდანში მდებარეობს,” – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრის დროს აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა.
აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, შიმშილობის მე-17 დღეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.
“მისი მდგომარეობა ძალიან ცუდია. დღეს მისი შიმშილობის მე-17 დღეა. ეს ყველაფერი კი აზერბაიჯანში უკანასკნელი დაპატიმრების დროს 242- დღიანი შიმშილობის შედეგია. ის არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შიმშილობა შეძლოს, თუმცა ამბობს, რომ თუ სახელმწიფოში კანონი არ მუშაობს და მხოლოდ პოლიტიკურ ბრძანებებს ასრულებენ, სხვა გზა არ არსებობს. სწორედ ამიტომ შიმშილობს ის.
აფგანს გადაადგილებაში ეხმარებიან, რადგან დამოუკიდებლად სიარული აღარ შეუძლია. მისი ჯანმრთელობა განადგურებულია”, – ამბობს სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს.სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.