“ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ბიშიმბაევი კოლონიაში არ იმყოფება“

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ მი­ნისტრს კუ­ან­დიკ ბი­შიმ­ბა­ევს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ ცო­ლის სას­ტი­კად ცე­მა­ში და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო და 24 წელი მი­უ­სა­ჯა, კო­ლო­ნი­ა­ში ვერ პო­უ­ლო­ბენ.

ტე­ლე­არხ AIRAN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­შიმ­ბა­ე­ვი, რო­მე­ლიც ნა­სა­მარ­თლე­ვია მისი მე­უღ­ლის – სალ­ტა­ნატ ნუ­კე­ნო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში, კო­ლო­ნი­ი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს 24-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი არ­შალ­ში მდე­ბა­რე გა­მო­სას­წო­რე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა მო­ე­ხა­და. თუმ­ცა, უკვე მე­სა­მე დღეა ის იქ არ იმ­ყო­ფე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ად­ვო­კა­ტიც ადას­ტუ­რებს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს არ ავ­რცე­ლე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ყა­ზა­ხე­თის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ბი­შიმ­ბა­ევს 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხა­რის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა ნუ­კე­ნო­ვა 2023 წლის 9 ნო­ემ­ბერს ას­ტა­ნა­ში, მისი ოჯა­ხის კუთ­ვნილ რეს­ტო­რან “ბა­უ­ში“ ცე­მით მოკ­ლა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე ფსი­ქო­ლოგ­მა ალექ­სან­დრე ვრონ­სკიმ გა­ნა­ცხა­და. მან გა­ა­ა­ნა­ლი­ზა ბი­შიმ­ბა­ე­ვის ქცე­ვა და შე­უძ­ლია თქვას, რომ ის არის “მო­ძა­ლა­დე ნარ­ცი­სი”. ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ტი­პის მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ქა­ლებს კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რა­საც ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ა­დეკ­ვა­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიჰ­ყავთ.