ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა ტყიბულის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს ჯონი ქასრაშვილს, რომელსაც პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება.
პროკურორ მარიამ მელაძის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარებაში მყოფმა ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად ორი დღის წინ იძალადა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმვე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართღლის კოდექსისი 126 პრიმა მუხლკის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა , რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მოიცავს“, –აცხადებს პროკურორი მარიამ მელაძე.
საქართველოს პროკურატურამ ტყიბულის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელ ჯონი ქასრაშვილს, ბრალი 17 იანვარს წარუდგინა ოჯახში ძალადობისთვის.