ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ს საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. როგორც ტაბულას პროკურატურაში ეუბნებიან, უწყება გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
პროკურატურა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ნაცვლად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელი 4 დეკემბერს, ბათუმში დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა -ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ მანქანაში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მის ცოლზე ფიზიკურად იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა”. – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.