ცოდნა ზრდის საზღვრებს – გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

“არასდროს გადადოთ ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, აქციეთ თქვენი მიზნები რეალობად. ნუ დაელოდებით შესაძლებლობებს და თავად შექმენით ისინი”, – ასე იწყება საუბარი ნანა გელაშვილთან, CHEVENING-ის პროგრამაში ს სტიპენდიატთან.
CHEVENING-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალებს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ცოდნის მისაღებად უკვე 31 სტიპენდიატი გაემგზავრა.
მათ შორის ერთ-ერთი ნანა გელაშვილია, რომელიც სწავლას ლიდსის უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტზე აგრძელებს. საკუთარი გამოცდილების შესახებ ის ინტერვიუში გვესაუბრება:
რატომ დიდი ბრიტანეთი?
როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი მუდმივად ვცდილობ განვვითარდე, ჩამოვყალიბდე როგორც პროფესიონალი, ჩემი ცოდნა და უნარები უფრო გავაღრმაო, რათა მიღებული გამოცდილება ახალ თაობას გავუზიარო. ამისათვის დიდ ბრიტანეთში სწავლას ყოველთვის განვიხილავდი, როგორც ჩემს შორეულ მიზანს, რომელიც წელს რეალობად ვაქციე.
დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოს საგანმანათლებლო სფეროც მუდმივი განვითარების პროცესშია, თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, რაც კიდევ უფრო მეტ რესურსს მოითხოვს. ამდენად, დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება ჩემს სამშობლოში ახალი მიდგომების და პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით.
როგორია CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესი?
CHEVENING-ის აპლიკაცია სამი ეტაპისგან შედგება – ესეების დამუშავება, უნივერსიტეტების შერჩევა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილის მიღება, ბოლოს კი გასაუბრება. პროცესი საკმაოდ შრომატევადია და აპლიკანტისგან დიდ ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით. მონაწილეთა რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წელს 67,245 აპლიკანტმა სცადა აღნიშნული სტიპენდიის მოპოვება, შეირჩა დაახლოებით 700, გამარჯვებულთა შორის კი ვარ მეც.
რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ეძებენ განათლების შესაძლებლობებს?