ცნობილი წყვილი დაშორდა: ელენე მახარაშვილის ახალი რჩეული და ირაკლი კვირიკაძის ამერიკული თავგადასავალი – Marao

„მამა, დავით კვირიკაძე, ამერიკაში ცხოვ­რობ­და, იქ თვი­თონ ჩა­მიყ­ვა­ნა. მერე ისე მოხ­და, რომ თვითონ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და მე დავ­რჩი. თა­ვი­დან, რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო. არ ვი­ყა­ვი იმის­თვის მზად. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი შეჩ­ვე­უ­ლი. ყო­ველ­თვის გარ­შე­მო მყავ­და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად ზრუ­ნავ­დნენ ჩემ­ზე და აკე­თებ­დნენ იმას, რაც ალ­ბათ მე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა… ნიუ-იორკში ჩას­ვლა თა­ვი­დან შოკი აღ­მოჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნე­ბის­ყო­ფა მაქვს, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ამა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­მეხ­მა­რა. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი ცოლი, ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვი­ლი რომ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო და არ და­წყე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, არ ვიცი, რა მოხ­დე­ბო­და. ელე­ნეს ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ მარ­ტო აღარ ვი­ყა­ვი. ოჯახ­მა ერ­თად “გავ­ქა­ჩეთ“, – ასე ამბობდა ირაკლი კვირიკაძე 2023 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში. ერთი წლის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლისა და ელენეს ოჯახი დაინგრა და ახლა ისინი ცხოვრებას ცალ-ცალკე აგრძელებენ.
ირაკლია კვირიკაძე თავადაც წარმატებული მსახიობია, თუმცა მასზე საუბრისას შეუძლებელია, არ ვახსენოთ მისი ოჯახი – ირაკლი არ­ქი­ტექ­ტორ კახა ქო­რი­ძის უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი. კახა ქო­რი­ძეც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რეჟისორების სა­მიზ­ნე იყო – ქარ­თულ­მა კი­ნომ მისი სახე “ღი­მი­ლის ბი­ჭებ­ში” აღ­ბეჭ­და. მსახიობის დედა ასევე ცნობილი მსახიობი ნინო ქორიძეა, მამა კი – დავით ქორიძე. ირაკლის ოჯახში კიდევ ერთი წარმატებული მსახიობი მისი მამინაცვალი, თორნიკე გოგრიჭიანია.
ირაკლი კვირიკაძე, მონაწილეობა არაერთ წარმატებულ პროექტში, მათ შორის, Netflix-ის ფილმ Extraction-ში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მაყურებელმა კი რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის “მძევლების”საშუალებით გაიცნო. ბოლო დროს ირაკლი ასევე პოპულარულ სერიალ „ცვალებად ნიშნებშიც“ გამოჩნდა.
ელენე მახარაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია მათ შორის, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. კარიერა თბილისში, ნინო ცქიტიშვილის მიერ დაარსებულ სააგენტო Look Models-ში დაიწყო. მალე აზიის ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ Look Models-მა ელენეს პორტფოლიო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სააგენტო IMG-ს წარუდგინა და სამუშაოდ პარიზში, შემდეგ კი – მილანში წავიდა. ასევე ნიუ-იორკში, სააგენტო Next Models-ის კონტრაქტორია.
სამოდელო ინდუსტრიაში თავი გამორჩეული ვიზუალითა და მონაცემებით დაიმკვიდრა. პირველად ჟურნალ Le Figaro – ში დაიბეჭდა ჩემი ფოტო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი მოდელი იღებდა კასტინგში მონაწილეობას. ვერც ვიფიქრებდი, მათგან მე თუ შემარჩევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ამის შემდეგ კი იყო, „Vogue”, „Elle,” –ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ელენე წარმატებული სამოდელო კარიერის პარალელურად, მსახიობობითაცაა გატაცებული. მან 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინირებულ ფილმში, Light Falls – „სინათლის დაცემა“ მთავარი როლი შეასრულა.
ირაკლი კვირიკაძემ და ელენე მახარაშვილმა 2018 წელს იქორწინეს . ისინი ამერიკაში ცხოვრობდნენ და ორივე აქტიურად ზრუნავდა კარიერულ განვითარებაზე. ირაკლი გასულ წელს ამერიკიდან საქართველოში „ცვალებადი ნიშნებისთვის“ დაბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის მეუღლეს დაშორდა.
ელენე მახარაშვილი ცხოვრებას -ში აგრძელებს. როგორც ცნობილია, მან ახალი სიყვარული იპოვა – ელენეს რჩეული ბენდი Beach Fossils-ის ბასისტი ჯეკ დოილ სმიტია. ჯეკი ელენესთან ერთად გასულ ზაფხულს საქართველოშიც იმყოფებოდა.