ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, ზუგდიდის „ბაიას“ ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი, ოთარ ძალამიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„უკარგესი ადამიანი გადასახლდა იმიერში. სასუფეველში დაივანოს მისმა სულმა… ოთარ ძალამიძე – კეთილშობილების, წესიერების, კარგი კაცობის ეტალონი… უფალს ებარებოდეს“ – წერს ოჯახის ახლობელი.
