ცნობილი ტრევის შადრევანი რომში კვირას გაიხსნა ორთვიანი დასუფთავებისა და აღდგენის შემდეგ. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Reuters იტყობინება.
სამუშაო, რომლისთვისაც ქალაქმა რომმა გამოყო 327,000 ევრო, მოიცავდა ჭუჭყის, რკინის ოქსიდისა და კირის მოცილებას მე-18 საუკუნის ძეგლიდან, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ატრაქციონიდან.