ბოლო ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად დაღუპულია 15 (მათ შორის თავდამსხმელი) და დაჭრილია 30-მდე ადამიანი.
როგორც ჩეხეთის მედია სტუდენტებს შორის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, დევიდ კოზაკი იყო, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციის განცხადებით, გუშინ დილით თავდამსხმელის მამა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მერე კი გამვლელებმა გამაოგნებელი რამ დაინახეს. აივანზე იდგა შავებში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც სპეციალური იარაღით უმიზნებდა ქვემოთ მყოფ ადამიანებს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა სათითაოდ, დამიზნებით მოკლა თავისი მსხვერპლი.
პოლიციამ კი განაცხადა, რომ მსროლელი “ლიკვიდირებულია” საღამოს 4 საათზე – სასიკვდილო ხოცვა-ჟლეტის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ!
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში ხალხის მასობრივი დახოცვა არ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმს.