ცნობილი გახდა, რა ნომერს აირჩევს მბაპე “რეალში”

Real Madrid Exclusivo-ს ცნობით, კილიან მბაპე ზაფხულში მადრიდის “რეალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება და სათამაშო ნომერსაც შეიცვლის.
ფრანგი პსჟ-ში ამჟამად მე-7 ნომრით ასპარეზობს, “სამეფო გუნდში” კი მე-10 ნომერს მოირგებს.
“ბლანკოსში” ეს ნომერი ახლა დაკავებულია და ამით ლუკა მოდრიჩი თამაშობს, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში “რეალს” დაემშვიდობება.