ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც მოურინიო “რომადან” გაუშვეს

Football italia იმ მიზეზზე წერს, რის გამოც “რომამ” გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.
ცნობილი ხდება, რომ “ჯალოროსის” ამერიკელ მფლობელ დენ ფრიდკინს პორტუგალიელის დათხოვნა აქამდე ორჯერ უკვე სურდა.
პირველად – ევროპის ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ, მეორედ კი – იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში “ჯენოასთან” გასვლაზე 1:4 განადგურების მერე.
ფრიდკინს ასევე აღიზიანებდა მოურინიოს მუდმივი წუწუნი მსაჯებსა და სატრანსფერო პოლიტიკაზე. ჟოზეს ასევე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან, მათ შორის, სმოლინგთან, სანჩესთან, სპინაცოლასთან და პელეგრინისთან.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის
მიხედვითაც, ჟოზეს აგენტმა თავისი კლიენტის სამსახური “ნაპოლის” შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში