სერია A-ს მეხუთე ტურში, “ნაპოლი” სტუმრად “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
მერეტი, დი ლორენცო, ბონჯორნო, რაჰმანი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.
მატჩზე “ნაპოლის” გულშემატკივრებს გამოყოფილი 2 800 ბილეთი შეძენილი აქვთ, მაგრამ გუშინ არენაზე შესვლა უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს. დღეს ნეაპოლურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ტურინის პრეფექტურაში საჩივარი შეიტანა და მათ ქომაგებს თამაშზე დასწრების უფლება მისცეს. შეხვედრა “ალიანც სტადიუმზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.