ცნობილი ბრაზილიელი “ინფლუენსერი” სტუმრად ბერა ივანიშვილთან და მის მეუღლესთან: ფოტოები სამთო კურორტიდან

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი და რძა­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. ბერა და ნა­ნუ­კა კო­ვიდ პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ ჯერ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, შემ­დეგ კი ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ. იქ და­ი­ბა­და მათი უმ­ცრო­სი შვი­ლიც.

  • ახ­ლა­ხან ინ­სტაგ­რამ­ზე წყვილ­მა ვი­დე­ო­ე­ბის სე­რია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ მათ­თან სტუმ­რად ბრა­ზი­ლი­ე­ლი ინფლუ­ენ­სე­რია ჩა­მო­სუ­ლი. ვი­დე­ო­ე­ბი მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში, კუ­რორტ გო­დერ­ძი­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და შე­სა­ნიშ­ნავ დროს ატა­რე­ბენ.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე ჯე­სი­კა წერს:

“ეს ვი­დეო ალ­ბათ გახ­სე­ნებთ რო­მე­ლი­მე ფილ­მს?! სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლად მომ­ხიბ­ლა! საკ­ვე­ბი (ხა­ჭა­პუ­რი, ხინ­კა­ლი, ქა­ბა­ბი), თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბა, სა­ო­ცა­რი ლან­დშაფ­ტე­ბი… ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ გა­ვი­ცა­ნი ეს უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა! ბერა და ნა­ნუ­კა, თქვენ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მად­ლი­ე­რე­ბა! თქვე­ნი ქვეყ­ნის და თქვე­ნი გაც­ნო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი იყო!

ვინ არის ჯე­სი­კა კა­ი­ა­ნი იგი­ვე Gkay

ახალ­გაზ­რდა ბრა­ზი­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი და კონ­ტენტ-კრე­ა­ტო­რი, ცნო­ბი­ლი გახ­და თა­ვი­სი ენერ­გი­უ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი ვი­დე­ო­ე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ის და­ი­ბა­და 1992 წლის 3 დე­კემ­ბერს, ბრა­ზი­ლი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, სა­ხე­ლად სო­ლა­ნეა. ჯე­სი­კა თავ­და­პირ­ვე­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით Instagram-სა და YouTube-ზე, სა­დაც ის ყო­ველ­დღი­ურ ამ­ზა­დებ­და კო­მე­დი­ურ ვი­დე­ო­ებს. Farofa da Gkay – ასე ჰქვია მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ა­ში შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მოვ­ლე­ნაა. ის სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და სტუმ­რებს შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ინფლუ­ენ­სე­რე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა უამ­რავ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში თა­ვი­სი მას­შტა­ბუ­რო­ბი­თა და ფუ­ფუ­ნე­ბით. ჯე­სი­კა მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბრა­ზი­ლი­ურ კო­მე­დი­ურ ფილ­მებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ინფლუ­ენ­სე­რია ბრა­ზი­ლი­ა­ში, რო­მელ­საც Instagram-ზე 20 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­ტენ­ტი მო­ი­ცავს მხი­ა­რულ ვი­დე­ო­ებს, მო­დას, მოგ­ზა­უ­რო­ბას და ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

ვიდეო