ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

“ბოკა ხუნიორსის” მთავარი მწვრთნელი მიგელ ანხელ რუსო 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რუსო სექტემბრის თვეში საშარდე გზების ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მკურნალობის პერიოდში მისი მდგომარეობა გაუარესდა.
სიკვდილის ბოლო დღემდე ის ფეხბურთით იყო შეპყრობილი. მისმა ასისტენტმა, კლაუდიო უბედამ, განაცხადა, რომ საავადმყოფოში ყოფნისას მთავარი მწვრთნელი ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იყო. ის თავისი საქმით გატაცებული იყო და ყოველთვის ერთგული მებრძოლი რჩებოდა, როგორც ფეხბურთელის, შემდეგ კი, როგორც მწვრთნელის რანგში”, – ნათქვამია კლუბის გავრცელებულ განცხადებაში.
მიგელ ანხელ რუსომ ფეხბურთელის კარიერა “ესტუდიანტესში” გაატარა, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში ძალები “ლანუსში”, “ველესში”, “სან ლორენცოში”, “ალ ნასრში”, “მილონარიოსში”, “ესტუდიანტესსა” და “ბოკა ხუნიორსში” მოსინჯა, მისი ხელმძღვანელობით “ბოკამ” 2007 წელს კოპა ლიბერტადორესის თასი მოიგო.
“მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა” – ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
37 წლის ედინსონ კავანიმ “ბოკა ხუნიორსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ბოკა ხუნიორსი” რამოსით დაინტერესდა
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია – დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
“ახლა მოთამაშეებს სტილისტთან ფოტოს გადაღება აინტერესებთ” – რიკელმემ ახალგაზრდა ფეხბურთელები გააკრიტიკა
ტრაგედია – კოპა ლიბერტადორესის ფინალში წაგების გამო “ბოკას” ფანმა თავი მოიკლა
სერხიო რამოსი შესაძლოა, “ბოკა ხუნიორსში” გადავიდეს