ცნობილია, შეძლებს თუ არა ოსიმენი “ატალანტასთან” თამაშს

დღეს, 25 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს მე-13 ტურში “ატალანტა” “ნაპოლის” უმასპინძლებს.
“პარტენოპეის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ გუნდის ნიგერიელი ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
“მას ყოველთვის თამაში სურს და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდება, მაგრამ ხვალ ძირითად შემადგენლობაში რასპადორის ვიხილავთ, იტალიელი პოლიტანოსა და კვარაცხელიასთან ერთად “ატალანტას” მცველებისთვის ხიფათის შექმნას ეცდება”, – განაცხადა მაცარიმ.
შეგახსენებთ, ოსიმენი ბარძაყის ტრავმის გამო “ნაპოლის” თვეზე მეტია ვერ ეხმარება.