ცნობილია ფორმულა 1-ის 2026 წლის კალენდარი – 24 რბოლა, მადრიდის დებიუტი, მონაკო ივნისში

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ 2026 წლის სეზონის კალენდარი წარადგინა.
მომავალ წელს პილოტები 24 ეტაპს ჩაატარებენ, როგორც წლევანდელ სეზონში. ჩემპიონატი 8 მარტს ავსტრალიაში დაიწყება და 6 დეკემბერს აბუ-დაბიში დასრულდება.
კალენდარში ადგილი დაკარგა ემილია-რომანიას გრანპრიმ იმოლაში. ფორმულა 1-ში დებიუტი ექნება საქალაქო ტრეკს მადრიდში, სადაც ესპანეთის გრანპრი სექტემბერს გაიმართება. რბოლა ბარსელონაში ახალ სახელწოდებას მიიღებს.
მონაკოს უქმეები, რომელიც, ტრადიციულად, მაისის ბოლოს იმართებოდა, ივნისში გადაიტანეს.
2026 წლის სეზონის კალენდარი:
· ავსტრალია – 8 მარტი
· ჩინეთი – 15 მარტი
· იაპონია – 29 მარტი
· ბაჰრეინი – 12 აპრილი
· – 19 აპრილი
· (მაიამი) – 3 მაისი
· კანადა – 24 მაისი
· მონაკო – 7 ივნისი
· ესპანეთი (ბარსელონა) – 14 ივნისი
· ავსტრია – 28 ივნისი
· ბრიტანეთ – 5 ივლისი
· ბელგია – 19 ივლისი
· უნგრეთი – 26 ივლისი
· ნიდერლანდები – 23 აგვისტო
· იტალია – 6 სექტემბერი
· ესპანეთი (მადრიდი) – 13 სექტემბერი
· აზერბაიჯანი – 27 სექტემბერი
· სინგაპური – 11 ოქტომბერი
· აშშ (ოსტინი) – 25 ოქტომბერი
· მექსიკა – 1 ნოემბერი
· ბრაზილია – 8 ნოემბერი
· აშშ (ლას ვეგასი) – 21 ნოემბერი
· კატარი – 29 ნოემბერი
· აბუ-დაბი – 6 დეკემბერი

ასევე დაგაინტერესებთ

„მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირება, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება“ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე 44 პირს ბრალდება წარუდგინა