ცნობილია, სექტემბრის თვის ფავორიტი ზოდიაქოს 3 ნიშანი

2024 წლის სექტემბერი არაერთ საინტერესო თავგადასავალსა და სიახლეს გვპირდება, თუმცა ს ამ სამი ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი პერიოდი აღმოჩნდება, როცა სურვილების ასრულებისა და მიზნების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ:
ტყუპები
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის სექტემბერი დიდი ხნის განმავლობაში გემახსოვრებათ, რადგანაც ყველა პროექტი, საქმე, ინიციატივა, რასაც ახლა განახორციელებთ, არა მხოლოდ ფინანსურ წარმატებას, არამედ აღიარებასა და ბედნიერებას მოგიტანთ. სექტემბრის შუა რიცხვები კი ნანატრი ცვლილებების განსახორციელებლად იდეალური პერიოდია. მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და შეძლებთ, თქვენი ბევრი ოცნება რეალობად გადააქციოთ.
თევზები
2024 წლის სექტემბერი თევზების ნიშნის წარმომადგენლებისათვის ფინანსური ზრდის თვალსაზრისით წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება. კარიერული ზრდისა და თვითგანვითარების, დამატებითი შემოსავლის მიღების ძალიან დიდი შანსი გაქვთ. სექტემბერში თქვენი შრომისა და თავდადების შედეგსაც ნახავთ, დაიმსახურებთ ბონუსს, შექებასა და კიდევ უფრო მეტ ნდობას, რაც მოტივაციის გაზრდასა და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, გარკვეული მიზეზების გამო, არ ჰქონდათ ისეთი უდარდელი ზაფხული, როგორიც წინასწარ წარმოედგინათ, მაგრამ 2024 წლის სექტემბერი ყველაფერს გამოასწორებს… შემოდგომის პირველი თვის განმავლობაში ძალიან დიდი იღბალი და გამართლება გელოდებათ. შემოსავლის გაზრდა, კარიერული ზრდა, თვითგანვითარება, მოულოდნელი სიურპრიზები და თავგადასავლები წინაა და ყველა ნეგატიური ემოციისგან, რაც ზაფხულის განმავლობაში დაგიგროვდათ, გათავისუფლდებით. სპონტანური მოგზაურობები კი არაერთ საინტერესო ადამიანთან შეგახვედრებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”