ცნობილია რომელ ზონებში იქნება სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლიდანაც ცნობილი ხდება თუ რომელ ზონებში იქნება სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება.
ასევე განისაზღვრა ავტოტრანსპორტის კატეგორიები, რომლისთვისაც ეს ვალდებულება წესდება და საბურავების ტექნიკური პარამეტრები.
ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მახასიათებლები:
1. ამ წესით გათვალისწინებული ზამთრის საბურავები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
ა) საბურავების დამზადების თარიღიდან არ არის გასული 10 წელი;
ბ) საბურავზე შესაძლებელია მისი დამზადების თარიღის წაკითხვა;
გ) საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმეა:
გ.ა) არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
გ.ბ) არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
დ) საბურავზე დატანილია სიმბოლო − ფიფქი. 2. M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო − ფიფქი.
ამ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
3. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
4. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
ზონები განისაზღვრა შემდეგი მდებარეობებით:
მთავრობის დადგენილება სრულად იხილეთ ბმულზე.