“ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ტრანსფერის განხორციელებას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” “ტოტენჰემის” ცენტრალური მცველის რადუ დრაგუშინისა და “ლეჩეს” განაპირა მცველის პატრიკ დორგუს დამატებას შეეცდება, იმის გამო, რომ ნეაპოლური გუნდის ახალწვეული ლეონარდო სპინაცოლა საუკეთესო ფორმისგან ჯერჯერობით შორსაა, დე ლაურენტისი დანიელ ფეხბურთელს სწორედ მის შემცვლელად განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ორივე მათგანის ტრანსფერს მიესალმება.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევს “ნაპოლის” დორგუსა და დრაგუშინის სანაცვლოდ.