FIFA-მ ის სტადიონები დაასახელა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით და ფინალურ მატჩებს უმასპინძლებს.
მომავალი მუნდიალის პირველი შეხვედრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, Azteca Stadium-ზე გაიმართება, რომელიც 83 264 ადამიანს იტევს.
ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა კი აშშ-ის ქალაქ ნიუ-ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება, რომლის ტევადობაც 82 500-ია.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა: აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს.
მინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშოს ბრაზილიის წინააღმდეგ, და ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ საქართველომ იზეიმოს ისტორიული გამარჯვება!
თუ არ დაიჯერებ, ვერც მოიგებ. უნდა გჯეროდეს.