ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მუნდიალის დარჩენილი 6 საგზურისთვის 22 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის 16 ევროპიდან, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს კონფედერაციათა შორის პლეი ოფში დაუპირისპირდებიან.
ევროპის ზონაში გუნდები ასე დაწყვილდნენ: იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია
უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს. უკრაინა – შვედეთი
პოლონეთი – ალბანეთი პირველ წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს. თურქეთი – რუმინეთი
სლოვაკეთი – კოსოვო მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს. დანია – ჩრდილოეთ მაკედონია
ჩეხეთი – ირლანდია მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს. კონფედერაციათა შორისი პლეი ოფის მატჩები მხოლოდ მექსიკაში ჩატარდება – გუნდები ასე დაწყვილდნენ: ახალი კალედონია – იამაიკა გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება. ბოლივია – სურინამი გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის ერაყს შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება. ამ მომენტისთვის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 42 გუნდია გასული.
ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
1tv.ge




