ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე იმოძრავებს. ინფორმაციას თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი.
18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:
N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 7 ნოემბერს მიუნხენში ვიზიტის დროს თქვა, რომ 50 ახალი ავტობუსი დედაქალაქში დეკემბრის ბოლომდე ჩამოვა, იანვრიდან კი ხაზებზე იმოძრავებს.
მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, შესაძლებელია ზვავები – ნახეთ სინოპტიკოსების გაფრთხილება
„ვეძებ საცოლეს…“ – როგორი გოგოები მოსწონს „ბედინას“
საყურადღებო ინფორმაცია! – ნახეთ დეტალები, რა ცვლილებები შევიდა სასწავლო გეგმაში