“ალ ჰილალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუსმა განაცხადა, რომ გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს ტრავმის მოსარჩენად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
პორტუგალიელის თქმით, 32 წლის ფეხბურთელის მუხლი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას კუნთის პრობლემა აქვს, რადგან დიდი ხანია არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში უქმოობდა. მან 4 ნოემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე “ესტაგლალთან” 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს.
