ცნობილია იმ პირთა კატეგორია, ვისაც საპენსიო დანამატი გაეზარდა

ჩერნობილის ბირთვულ ობიექტზე კატასტროფის დროს დაზარალებულებისა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების საპენსიო შემწეობა გაიზარდა, – ამის შესახებ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილებაშია აღნიშნული.
აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის პენსია 7 ლარს შეადგენდა. დადგენილების თანახმად კი, 40 ლარამდე გაზრდილ პენსიას შემდეგი კატეგორიის პირები მიიღებენ:
ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები;
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღები ოჯახები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრები.
გარდა ამისა, საპენსიო შემწეობა გაიზარდა 1989 წლის 9 აპრილის დროს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. ცვლილებამდე პენსია 22-დან 44 ლარამდე მერყეობდა. 15 იანვრის დადგენილებით კი განისაზღვრა შემდეგი:
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 80 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად;
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – დახმარების სახით განესაზღვრათ ყოველთვიურად 80 ლარი;
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად განესაზღვრათ 60 ლარი.
წყარო – primetime.ge

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება