ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე “ტრაბზონსპორში”

რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტრაბზონსპორის” ახალ მთავარ მწვრთნელ შენოლ გიუნეშს შოთა არველაძის კლუბში ხილვა სურდა და ამასთან დაკავშირებით ქართველთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა.
როგორც “ტრაბზონსპორის” პრეზიდენტმა ერტურგულ დოღანმა განაცხადა, ქართველ სპეციალისტთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.
“შოთასთან შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. გიდასტურებთ, რომ გიუნეშს არველაძის გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოლაპარაკებებს სხვა სპეციალისტებთან ვაწარმოებთ, მომდევნო დღეებში ყველაფერი გაირკვევა”, – ციტირებს დოღანის სიტყვებს haber61.net-ი.
შეგახსენებთ, შოთა “ტრაბზონსპორის” ლეგენდაა, არველაძე ამ კლუბის ღირსებას 1993/1997 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით 94
მატჩში 61 გოლი გაიტანა.