თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ევროკავშირის ეგიდით დაწესებული პრიზი „ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ასახვისთვის კინოში“ მიიღო კოტე კალანდაძის დოკუმენტურმა ფილმმა „არავინ არ ჩანს“ და პაპუნა მოსიძის მხატვრულმზ ფილმმა „ქალაქის ხმაური“.
ქართული პანორამის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები არიან:
· ოქროს პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის – „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“. რეჟისორი თიკუ კობიაშვილი;
· სპეციალური აღნიშვნა – „რას ჩურჩულებს ტალახი“, დეა ჭოლოკავა;
· ოქროს პრომეთე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის – „9-თვიანი კონტრაქტი“, რეჟისორი ქეთევან ვაშაგაშვილი;
· სპეციალური აღნიშვნა – „ქართლის ცხოვრება“, რეჟისორები: თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი;
· ოქროს პრომეთე საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – „თემო რე”, რეჟისორი ანკა გუჯაბიძე;
· სპეციალური აღნიშვნა – „ქალაქის ხმაური”, რეჟისორი პაპუნა მოსიძე;
· ოქროს პრომეთე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის – „ხმელი ფოთოლი”, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
· სპეციალური აღნიშვნა საუკეთესი მსახიობის ნომინაციაში – ნინი იაშვილი.




